• October

    5

    2025
  • 55
  • 0
ირაკლი კობახიძე – ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი, რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგი და ქართველი ხალხის მყარი ნდობის დადასტურებაა

ირაკლი კობახიძე – ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი, რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგი და ქართველი ხალხის მყარი ნდობის დადასტურებაა

მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი, რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, პრაქტიკულად დასრულებულია ქვეყნის მასშტაბით ხმების დათვლის პროცესი. შედეგების თანახმად, ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მასშტაბით მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რაც, პრაქტიკულად, ვიმეორებთ შარშან საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ შედეგებს. ეს არის ქართველი ხალხის ძალიან მყარი ნდობის კიდევ ერთი დადასტურება. ყველაფერი გაკეთდება, რათა ეს ნდობა მაქსიმალურად გავამართლოთ. თბილისში პარტიულ შედეგებს რაც შეეხება, არის ყველაზე მაღალი შედეგი, რაც კი დაფიქსირებულა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. დედაქალაქის მოსახლეობასაც გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი, რაც არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor