• May

    1

    2024
  • 94
  • 0
ირაკლი კობახიძე – შანტაჟის ენა არ ჭრის ქართველი ხალხის და არც ხელისუფლების მიმართ, ყველას მოვუწოდებ, შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას და მათი მეგობარი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას

ირაკლი კობახიძე – შანტაჟის ენა არ ჭრის ქართველი ხალხის და არც ხელისუფლების მიმართ, ყველას მოვუწოდებ, შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას და მათი მეგობარი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას

ადრეც იყო შანტაჟის ენით საუბარი რევოლუციის მცდელობებთან ერთად. 2020 წელს გვესაუბრებოდნენ შანტაჟის ენით, 2021-ში, 2022-ში, 2023-ში, შანტაჟის ენა არ ჭრის ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, რადგან დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ეს ხალხიც არის გამოცდილი, აქვს თავისი ღირსება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციას არავითარი იმედი არ აქვს, რომ არჩევნებს მოიგებს.

„ჩვენთან შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრის. რაც შეეხება თვითონ კანონის ამოქმედებას, მის მიღებას სჭირდება დრო. აქედან კიდევ ორი კვირა, მერე კიდევ ოთხი კვირა, მერე ხელის მოწერას სჭირდება კიდევ ერთი კვირა, ამის შემდეგ კიდევ სამი თვე გვჭირდება, ვიდრე მოვა ვადა დეკლარაციის შევსების. გადადის ეს ყველაფერი, თუ არ ვცდები დეკემბრის ბოლომდე. არსებითად, დრო არსებობს. თუ ზუსტად არ იციან ჩვენმა რადიკალმა ოპონენტებმა, რომ გარანტირებულად აგებენ არჩევნებს, მაშინ რა აწუხებთ?! მოვიდნენ ხელისუფლებაში და ნოემბერში შეცვალონ კანონი. ზუსტად იციან, რომ შანსი არ აქვთ არჩევნების მოგების. ხომ გასაგებია, ცხადია ეს ყველაფერი. თვითონ ხომ იციან საკუთარი რეიტინგი. ჩვენ რომ დაგვიფიქსირდა 61.5% მარტის შუა რიცხვებში, ხომ ვიცით, რა გამოდის მათი რეიტინგი. მთელი კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი გამოდის დაახლოებით 25%. ამ ვითარებაში არავითარი იმედი არ აქვთ, რომ მოიგებენ არჩევნებს. რაც შეეხება ტურბულენტობას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ არსებით ტურბულენტობას აქ ვერ გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, მე ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას და შეეგუონ ასევე, მათი მეგობარი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, რაც არის ევროპული სტანდარტი და ევროპული ღირებულება“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor