• November

    5

    2025
  • 41
  • 0
ირაკლი კობახიძე შანხაის მერს შეხვდა

ირაკლი კობახიძე შანხაის მერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შანხაის მერს კუნგ ჭენგს შეხვდა. ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა შანხაის მერს საქართველოს დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

პრემიერ-მინისტრმა შანხაის მერს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„შანხაი ჩინეთის პროგრესისა და მოდერნიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. შთამბეჭდავია იმის ხილვა, თუ როგორ ვითარდება ჩინეთი სხვადასხვა სექტორში. ჩვენ ჩინეთთან თანამშრომლობის გაძლიერებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ ჩვენი ურთიერთობები სრულიად სხვა ეტაპზე გადაიყვანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელშესახებ და პრაქტიკულ შედეგებს მივაღწიოთ ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, რამდენადაც პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ჩინეთს ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება შანხაის მერმა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ შანხაიში, საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ჩინეთი და საქართველო ყოველთვის კარგი მეგობრები და პარტნიორები იყვნენ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, ჩვენი ორი ქვეყანა ყოველთვის პატივს სცემდა და ენდობოდა ერთმანეთს. ამის შედეგად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დღეს განვითარების ძალიან პოზიტიურ ეტაპზეა. როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა პრეზიდენტ ყაველაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნა, ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან, რათა კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი ტრადიციული მეგობრობა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა, ასევე ხელი შეუწყოს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას ორი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩინეთი საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამის დასტურია ისიც, რომ შანხაი და თბილისი დამეგობრებული ქალაქები გახდნენ. ეს მოგვცემს საშუალებას, ხელი შევუწყოთ ორმხრივად სასარგებლო და პრაგმატული თანამშრომლობის გაღრმავებას”, – აღნიშნა კუნგ ჭენგმა.

შეხვედრას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor