• February

    18

    2026
  • 62
  • 0
ირაკლი კობახიძე – შედეგები, რომლებიც გვაქვს ნარკოდანაშაულის მიმართულებით, იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ იქნება ხელშესახები ცვლილებები, მადლობა შს მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის

ირაკლი კობახიძე – შედეგები, რომლებიც გვაქვს ნარკოდანაშაულის მიმართულებით, იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ იქნება ხელშესახები ცვლილებები, მადლობა შს მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, მიგრაციაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს იმ საქმიანობისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით გასწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული თვეების განმავლობაში.

„შედეგები არის ნამდვილად შთამბეჭდავი სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და დღესაც 97 პირი იქნა დაკავებული სწორედ ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით. განსაკუთრებით, ნარკოტიკული დანაშაული არის ნამდვილი სენი, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ მიგრაციის მიმართულებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელი შედეგები არის შთამბეჭდავი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor