• October

    18

    2023
  • 181
  • 0
ირაკლი კობახიძე – შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ის იქნება „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი

ირაკლი კობახიძე – შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ის იქნება „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი

დღეიდან, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ის იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ვთქვი სხდომათა დარბაზში. იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. პირველი, დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში, მრავალჯერადი, მძიმე დარღვევა, რასაც ექნება სერიოზული, პრევენციული შედეგი და მეორე, კიდევ ერთხელ ვნახეთ იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც ჩამოყალიბებულია სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის. რა თქმა უნდა, ეს ორივე შედეგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. შესაბამისად, დღეიდან შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor