• June

    25

    2025
  • 57
  • 0
ირაკლი კობახიძე – შეურაცხყოფას, ცილისწამებას და ყველა მსგავს მანკიერ გამოვლინებას უნდა დავუპირისპირდეთ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში

ირაკლი კობახიძე – შეურაცხყოფას, ცილისწამებას და ყველა მსგავს მანკიერ გამოვლინებას უნდა დავუპირისპირდეთ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში

არავითარი ზღვარი აღარ აქვს შეურაცხყოფასა და ცილისწამებას და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა. ამ მანკიერ პრაქტიკას უნდა დავუპირისპირდეთ, ეს უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკანონმდებლო ცვლილება სრულად უნდა იყოს თავსებადი გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან.

„დღევანდელი პრაქტიკა არის ის, რომ არავითარი ზღვარი აღარ აქვს შეურაცხყოფასა და ცილისწამებას და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ყველა ამ მანკიერ გამოვლინებას ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ჩვენ რაზეც ვმსჯელობთ, ყველაფერი თავსებადია გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან. ამ ძირითადი უფლების ფარგლებში ყველა საჭირო ზომა უნდა იყოს მიღებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor