• October

    21

    2025
  • 70
  • 0
ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ამას ემსახურება აბრეშუმის გზის ფორუმი

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ამას ემსახურება აბრეშუმის გზის ფორუმი

ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ამას ემსახურება აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობით ტარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფორუმზე მოწვეულ სტუმრებთან შედგება მსჯელობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია რეგიონში ეკონომიკის განვითარებასთან და განსაკუთრებულ ყურადღება გამახვილდება საქართველოს როლზე.

„ჩვენს სტუმრებთან ერთად საუბარი გვექნება ყველა იმ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია რეგიონში ეკონომიკის განვითარებასთან და განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ამ კუთხით საქართველოს როლზე. საქართველო ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს ქვეყანას ეს ფუნქცია მაქსიმალურად აღვუდგინოთ. ამისთვის ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით  ჩვენს სამეზობლოში შემავალ ქვეყნებთან. ბუნებრივია, ეს ფორუმიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ჩვენი გზავნილები ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor