• March

    4

    2025
  • 53
  • 0
ირაკლი კობახიძე – ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა

ირაკლი კობახიძე – ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა

ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურად აფართოებს ეკონომიკურ კავშირებს.

„გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან ბევრ ქვეყანასთან, ეს ყველაფერი დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, რომ კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები. იცით, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპი გვაქვს ძალიან მაღალი, საშუალო ზრდამ შეადგინა თითქმის 10 პროცენტი გასული 4 წლის განმავლობაში, წლევანდელი წელიც დავიწყეთ ძალიან კარგად. იანვრის მაჩვენებელი იყო 11,1 პროცენტი. ჩვენთვის მთავარია, რომ ტემპი არ დავაგდოთ და პირიქით, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას. ამ კუთხით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობას უზბეკეთთან ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor