• September

    11

    2025
  • 75
  • 0
ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მოგება, კვლევის თანახმად, ამ მიზნის მიღწევა პრაქტიკულად გარდაუვალია, ოპოზიციის მიმართ საზოგადოების განწყობა უმძიმესია

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მოგება, კვლევის თანახმად, ამ მიზნის მიღწევა პრაქტიკულად გარდაუვალია, ოპოზიციის მიმართ საზოგადოების განწყობა უმძიმესია

ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არის უმძიმესი და ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება და კვლევის თანახმად, პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა.

„ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში. საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არის უმძიმესი. ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა – 64 64-ზე. 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზანი, ეს არის ის, რომ პირველ ტურში დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები. როგორც ხედავთ, კვლევის თანახმად, ჩვენ არათუ ახლოს ვართ ამ მიზანთან, პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor