• February

    8

    2025
  • 57
  • 0
ირაკლი კობახიძე – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ვიმედოვნებთ, გარკვეულ ეტაპზე ამ ხედვის განხორციელება რეალისტური გახდება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ვიმედოვნებთ, გარკვეულ ეტაპზე ამ ხედვის განხორციელება რეალისტური გახდება

ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, ჩვენ უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესები, თუმცა ჩვენი ხედვა მტკიცედ მშვიდობიანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა საქართველო ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებას, კობახიძემ უპასუხა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამას ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ და, რასაკვირველია, ამ მხრივ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, თუმცა ჩვენი ხედვა მტკიცედ მშვიდობიანია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ საკითხის არამშვიდობიანი გადაჭრა აბსოლუტურად შეუძლებელია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამას არ აქვს ალტერნატივა. გამოვთქვამთ იმედს, რომ გარკვეულ ეტაპზე ამ ხედვის განხორციელება რეალისტური გახდება. დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთთან ურთიერთობებისა და საქართველოში რუსეთის საელჩოს შესაძლო გახსნის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ახლა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დრო არ არის.

„ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ახლა არც არის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დრო. ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და სწორედ ამაში მდგომარეობს რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკის დედააზრი. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და სწორედ ამ გზით გაგრძელდება ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ“, – აღნიშნა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor