• July

    2

    2024
  • 112
  • 0
ირაკლი კობახიძე – ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, რადგან ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს

ირაკლი კობახიძე – ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, რადგან ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს

ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, რადგან ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საზეიმო დახვედრა იმართება.

კობახიძის თქმით, ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს წარმოუდგენელი სიხარული აჩუქეს ამ თვეების განმავლობაში.

„ჯერ იყო წარმოუდგენელი მოლოდინი და მერე იყო ამ მოლოდინის წარმოუდგენელი გამართლება. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ფეხბურთელს, მთელ ჩვენს ნაკრებს. გასული კვირის ემოციები არავითარ შემთხვევაში არ განელებულა. თან მოლოდინი კიდევ არსებობს, რადგან სექტემბერში ერთა ლიგა იწყება, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი და ახალი ოცნებებიც უნდა ავიხდინოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor