• April

    30

    2025
  • 76
  • 0
ირაკლი კობახიძე : ,,ჩვენს გმირებს არასოდეს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ – ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლებითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს”

ირაკლი კობახიძე : ,,ჩვენს გმირებს არასოდეს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ – ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლებითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს”

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ჯარისკაცებს გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს – საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ეს არის დღე, როდესაც დიდი სიამაყით წარმოვაჩენთ ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. დღეს, თქვენთან ერთად, ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს. ამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული არაერთი რთული გამოწვევა გადაილახა. გპირდებით, რომ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება. გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის. ჩვენი სამხედროების ყველა საბრძოლო წარმატება შეუპოვრობის, სიმტკიცისა და მებრძოლი ბუნების გამოვლენის უამრავ მაგალითს აერთიანებს. თქვენს ღირსებას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ერთხმად აღიარებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მიულოცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და შეიარაღებული ძალების ვეტერანებს.

„ჩვენს გმირებს არასოდეს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლებითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლოს სამსახური ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა, თუმცა ისინი დღესაც მზად არიან თავდადებისთვის. ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტთა შორის, თქვენ უპირველესი ადგილი გიჭირავთ. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო ძლიერი და საიმედო ძალა იქნებით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იმედს ყოველთვის გაამართლებთ. გარწმუნებთ, ჩვენი ხელისუფლება, ისევე როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს!“ – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სამწყობრო მოედანზე გამოფენილი თავდაცვის ძალების ტექნიკა და შეიარაღება.

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor