• June

    27

    2025
  • 58
  • 0
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება, ეს არის ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოს დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება, ეს არის ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოს დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება, ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოს დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული.

„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ოცნება, ორი მთავარი ქართული ოცნება – ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოს დაძლევა და ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ ამ მიმართულებით, ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში გვექნება ამ მიზნის სრულად მიღწევის საშუალება. მეორე – ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არის ჩვენი ეროვნული ოცნება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენი გუნდური მუშაობით, ყველა ეს მიზანი საბოლოოდ იქნება მიღწეული ჩვენი ქვეყნისთვის, გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor