• October

    26

    2024
  • 58
  • 0
ირაკლი კობახიძე – ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, თუმცა უფრო მაღალი ამბიცია გვაქვს, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა

ირაკლი კობახიძე – ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, თუმცა უფრო მაღალი ამბიცია გვაქვს, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა

ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი. თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია. ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერ არ არის გარანტირებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჯერ კიდევ არის დარჩენილი ორი საათი, მოსასვლელია ორასი ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, საჭიროა თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, ქუდზე კაცი, რომ ჩვენ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ, დიდი უპირატესობთ მოვიგოთ, არამედ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა. მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor