• January

    5

    2025
  • 90
  • 0
ირაკლი კობახიძე – წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რაც ოკუპირებული გალის რაიონში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა, თანადგომას ვუცხადებ მთელ ჩვენს საზოგადოებას

ირაკლი კობახიძე – წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რაც ოკუპირებული გალის რაიონში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა, თანადგომას ვუცხადებ მთელ ჩვენს საზოგადოებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ირაკლი კობახიძე საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს და საზოგადოებას.

„წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor