• August

    11

    2025
  • 62
  • 0
ირაკლი კობახიძე – 2018 წელს ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ ომზე სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი, რადგან გვყავდა ჩანერგილი ადამიანები და მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა

ირაკლი კობახიძე – 2018 წელს ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ ომზე სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი, რადგან გვყავდა ჩანერგილი ადამიანები და მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა

2018 წელს ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა, გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.

პრემიერის თქმით, მან გააკეთა საპირისპირო და მმართველ გუნდს მოუწია  თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა.

„2018 წელს ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ იმ მომენტისთვის 2008 წლის ომთან დაკავშირებით სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა. გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები. ასეთ პირობებში არ იქნებოდა სწორი სიმართლის თქმა და ზუსტად ის მოხდა, რაც ვუთხარით. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები, მან გააკეთა საპირისპირო, უარყოფის განცხადებები. ჩვენ მოგვიწია თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა და როგორც გახსოვთ, მთელი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია იყო აგებული სწორედ ამ თემაზე. რაზეც გავაფრთხილეთ, ზუსტად ის მოხდა. მაგრამ დღეს არის სხვა ვითარება – დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, დღეს ჩვენი პოზიციები არის ძლიერი. ასეთ პირობებში ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყველაფერთან, მათ შორის, 2008 წლის ომთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor