• July

    24

    2024
  • 79
  • 0
ირაკლი კობახიძე – 26 ოქტომბერი იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს, ბნელ წარსულსა და ნათელ, ევროპულ მომავალს შორის

ირაკლი კობახიძე – 26 ოქტომბერი იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს, ბნელ წარსულსა და ნათელ, ევროპულ მომავალს შორის

26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ წარდგება არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი – ეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტირებულ პარტიას აერთიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებითა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor