• August

    30

    2024
  • 66
  • 0
ირაკლი კობახიძე Amidi Group-ის და plug and play-ის დამფუძნებელს შეხვდა

ირაკლი კობახიძე Amidi Group-ის და plug and play-ის დამფუძნებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Amidi Group-ის და plug and play-ის დამფუძნებელს საიდ ამიდს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს. ხაზი გაესვა საქართველოს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში.

შეხვედრაზე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხზე და ამ პროცესში Amidi Group-ის და plug and play-ის შესაძლო ჩართულობის შესახებ იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციაზე. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო შუა დერეფნის ინიციატივას და ამ პროექტში საქართველოს მნიშვნელოვან როლსმ ასევე, ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით IT ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებულ პროექტებზე და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor