• February

    20

    2026
  • 61
  • 0
ირაკლი ნადარეიშვილი – ქუთაისის ტექნოჰაბის პროექტი მთავრობის კიდევ ერთი ამბიციური განაცხადია, რომ ვყალიბდებით მთავარი მიზიდულობის ცენტრად რეგიონში ტექნოლოგიებისა და სტარტაპების მიმართულებით

ირაკლი ნადარეიშვილი – ქუთაისის ტექნოჰაბის პროექტი მთავრობის კიდევ ერთი ამბიციური განაცხადია, რომ ვყალიბდებით მთავარი მიზიდულობის ცენტრად რეგიონში ტექნოლოგიებისა და სტარტაპების მიმართულებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები, როგორც საინჟინრო კომუნიკაციების, ასევე მოპირკეთების ნაწილში. სამინისტროს ცნობით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება.

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი არის საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ამბიციური განაცხადი, რომ ვყალიბდებით მთავარ მიზიდულობის ცენტრად რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციების და სტარტაპების მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, ტექნოლოგიურ ჰაბში ამოქმედდება ტექნოლოგიური მუზეუმი, ასევე ტექნოლოგიური სკოლა  ბავშვებისთვის, საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ასევე საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი.

„საერთო ჯამში, ყოველივე საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო სერვისების, სტარტაპების და ინოვატორების გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ბოლო ეტაპზეა შენობის სახურავზე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუდმივი მედიაგანათების ინსტალაციის მოწყობა, დასრულდა სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმისთვის ინტერაქტიული ექსპონატების მოწოდება, მათი მონტაჟი კი მუზეუმის სივრცის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ იგეგმება.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მიზნად ისახავს ინოვაციების, განათლებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეგიონში მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საქმიანობების განვითარებას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor