• January

    16

    2026
  • 71
  • 0
ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველო კორუფციის ნაკლებობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია, კორუფციის სიდიდით კი, პირველ-მეორე ადგილზე უკრაინა და მოლდოვა არიან, ეს რეალობაა

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველო კორუფციის ნაკლებობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია, კორუფციის სიდიდით კი, პირველ-მეორე ადგილზე უკრაინა და მოლდოვა არიან, ეს რეალობაა

აღმოჩნდა, რომ ქვეყნის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მაჩვენებლით, კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ჩვენი მიზანია არა ოცეულში ყოფნა, არამედ საუკეთესო ლიდერებს შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია, კორუფციის სიდიდით კი პირველ-მეორე ადგილზე უკრაინა და მოლდოვა არიან.

„ბოლო წლების განცხადებებს და რიტორიკას თუ დავაკვირდებით, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან მოდის, მათთვის კორუფცია იყო ქვეყნის შეფასების მიმართულებით ერთ-ერთი ფუნდამენტური მაჩვენებელი. ამაზე იგებოდა შემდეგ დემოკრატიის ნაკლებობაც, რეჟიმის შეფასება, სახელის დარქმევა და ა.შ. აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მაჩვენებლით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ჩვენი მიზანია არა ოცეულში ყოფნა, არამედ საუკეთესო ლიდერებს შორის. დღევანდელი კვლევის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია კორუფციის ნაკლებობით და პირველ ადგილზე ვინ არის? – ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყნები კანდიდატებს შორის, უკრაინა და მოლდოვა. ეს რეალობაა. ჩვენ ამ პროპაგანდის გარღვევა და ამ ურთიერთობაში სამართლიანობის დამკვიდრება გვინდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor