• December

    12

    2025
  • 36
  • 0
ირაკლი ქადაგიშვილი – სტრასბურგის სასამართლომ აქცენტი გააკეთა საპოლიციო ძალების მიერ ძალის გადამეტებაზე, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა ეკისრება გიორგი გახარიას

ირაკლი ქადაგიშვილი – სტრასბურგის სასამართლომ აქცენტი გააკეთა საპოლიციო ძალების მიერ ძალის გადამეტებაზე, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა ეკისრება გიორგი გახარიას

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიტინგი ძალადობრივი იყო, თუმცა აქცენტი გააკეთეს საპოლიციო ძალების მიერ ძალის გადამეტებაზე. ბუნებრივია, იკვეთება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, რაზეც უფრო კონკრეტულად გამოძიება გასცემს პასუხს, თუმცა პოლიტიკური კუთხით პასუხისმგებლობა გახარიას აკისრია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, კიდევ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.

„ეს ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით. საპოლიციო მოქმედების დაგეგმვა და განხორციელება როცა ხდება, იქ გეგმა მუშავდება და ეცნობება მინისტრს, რომელიც საბოლოოდ ამტკიცებს. გახარია არის ის, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა. კიდევ ვის ეკისრება, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor