• October

    21

    2023
  • 100
  • 0
ირაკლი ქადაგიშვილი – სუს-ის ამოცანაა, საფრთხე, რომელიც შეიძლება, ქვეყანაში წესრიგს ემუქრებოდეს, პრევენციულად იქნას აღკვეთილი, პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული

ირაკლი ქადაგიშვილი – სუს-ის ამოცანაა, საფრთხე, რომელიც შეიძლება, ქვეყანაში წესრიგს ემუქრებოდეს, პრევენციულად იქნას აღკვეთილი, პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული

უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანაში წესრიგს, კონსტიტუციურ წყობას ემუქრებოდეს, პრევენციულად იქნას აღკვეთილი. უშიშროების წარმატებული საქმიანობა სწორედ ამაშია, რომ არ დადგეს რაიმე მძიმე ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოების ან სხვა საკითხის გამო, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გამოძიებას უამრავი მასალა ჰქონდა მოპოვებული და სწორედ ამ ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული.

„სუს-ის ხელმძღვანელმა კარგად ახსნა დეპუტატებისთვის ეს ვითარება, რომ გამოძიება იწყება ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. გამოძიებას ჰქონდა უამრავი მასალა ამასთან დაკავშირებით მოპოვებული, შესაბამისი გამოკითხვებიც ჩატარდა, საზოგადოებაც იქნა იმ დროს ინფორმირებული, როცა გამოძიებამ ეს საჭიროდ ჩათვალა და ესეც ყველაფერი კანონის ფარგლებშია. გამომდინარე აქედან, სწორედ ამ ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული. უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანაში წესრიგს, კონსტიტუციურ წყობას ემუქრებოდეს, პრევენციულად იქნას აღკვეთილი. უშიშროების წარმატებული საქმიანობა სწორედ ამაშია, რომ არ დადგეს რაიმე მძიმე ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოების ან სხვა საკითხის გამო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor