
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
დღეს, რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე „ქართული ოცნება“. ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი – საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ირაკლი ღარიბაშვილი
ინფორმაციას ,,ქართული ოცნების” პრესამსახური სოციალურ ქსელ ფეისბუკში ავრცელებს.





