• October

    26

    2025
  • 761
  • 0
ექსკლუზივი : ირაკლი ღარიბაშვილის შურისძიების ფარული ენა, ჯუანშერ ბურჭულაძის ღალატის სკოლა, ქიზიყელი ბანკირის მინისტრის პორტფელიდან ჩამოშორება და თურქი თაღლითის შეუცვლელი როლი

ექსკლუზივი : ირაკლი ღარიბაშვილის შურისძიების ფარული ენა, ჯუანშერ ბურჭულაძის ღალატის სკოლა, ქიზიყელი ბანკირის მინისტრის პორტფელიდან ჩამოშორება და თურქი თაღლითის შეუცვლელი როლი

როგორ გაყიდა მეგობრობა ნოდარ ჯავახიშვილმა 50 ათას დოლარად და როგორ დაუბრუნდა ჯუანშერ ბურჭულაძეს საკუთარი არაკაცობა ? 

ჩვენი ერთგული მკითხველისთვის ცნობილია, რომ წლებია ვატარებთ ჟურნალისტურ გამოძიებას თურქულ კომპანია – ,,გენჩ ინშაათ საქართველოს ფილიალის” მფლობელ, თურქ თაღლით გოქსელ გენჩსა და მის ქართველ მფარველებზე. ( მასალები გამოქვეყნებულია : გაზეთი ,,საერთო გაზეთი”, გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა”, საინფორმაციო სააგენტო ,,UFLEBA.GE” და სხვა მედიასაშუალებებში ). ჩვენს მკითხველს კარგად ახსოვს, რომ თაღლითი თურქი საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში სხვა კომპანიებისთვის ,,კონკურენციის” გაწევის მიზნით მონაწილეობდა – რამდენიმე ტენდერი მისცეს კიდეც, თუმცა 2019 წლიდან საქართველოდან გააძევეს და დღეს თაღლით თურქზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ( 362-მუხლი ) და ,,თურქეთის, ერაყის და რუსეთის ფედერაციის აღმშენებელი ბიზნესმენი” საქართველოში ვერ შემოდის. სისხლის სამართლის საქმე კი დამტვერილ თაროზეა შემოდებული….თუმცა, ახლახან საერთაშორისო დონის თაღლითის ერთ-ერთი მეგობარი და მფარველი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუტა იგივე ჯუანშერ ბურჭულაძე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, როგორც ჩანს, იგივე ბედი ელის ჯუტას მეგობარს და მოკავშირეს, საქართველოს ორგზის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პატიმრობის ნაცვლად გირაო აქვს შეფარდებული. ჩვენ წლები ვამტკიცებდით, რომ ჯუტა ბურჭულაძე და ძმანი მისნი თაღლით თურქთან ერთად სახელმწიფო ტენდერებში ხეირობდნენ და ფულს აკეთებდნენ, თუმცა მაშინ მხილების გამო იგივე ჯუტას და მისი ხროვის მრევლი ჩვენ ,,ნაცებად” და უნამოსუებად მოგვიხსენიებდნენ, დღეს კი იგივე ხალხი ამავე ეპითეტებით ამკობს ბატონ ჯუანშერს და ღარიბაშვილსაც კი. და რატომ დავიწყეთ ჟურნალისტური გამოძიება გოქსელ გენჩისა და მისი მფარველების მიმართ ? იმიტომ რომ ამ კლანმა ცრუ დასმენა მოახდინა იურისტი ირაკლი კერესელიძისა და 8 წლით საპყრობილეში ამოკეტა – განტევების ვაცი სჭირდებოდათ და იპოვეს, თუმცა ერთი დრო, რომ არავის შერჩენია ეს არ ახსოვდათ. დღეს ეს კლანი იმას იმკის რაც დათესა. ბოროტება დაუსჯელი არ რჩება, ეს მარადიული კანონზომიერებაა. 

მაშ ასე :

ერთი შეხედვით, უბრალო სისხლის სამართლის საქმეა, მაგრამ ცოტა ღრმად თუ ჩაიხედავთ, მიხვდებით, რომ ეს ქართული პოლიტიკისთვის კლასიკური „სამეგობრო ღალატის“, კორუფციული გარიგებებისა და „მგლის ხროვის“ შიდა ომის საუკეთესო ნიმუშია.

სცენარის მთავარი მოღალატე პერსონაჟი იყო მაშინდელი მუნიციპალური განვითარების ფონდის ( მგფ ) ხელმძღვანელი და დღეს უკვე ბრალდებული ექს-თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე. ადამიანი, რომელიც სხვებს ღალატში უტარებდა მასტერკლასებს, ახლა თავადაც ამგვარი ქცევის და დაუოკებელი სიხარბის მსხვერპლი აღმოჩნდა. ნუთუ ეს ბედის ირონია ? ალბათ კი, მაგრამ ეს ის ირონიაა, რომელსაც ქართული პოლიტიკური „ელიტა“ ვერასდროს გაისიგრძეგანებს.

ირაკლი ღარიბაშვილის შურისძიების ფარული ენა ?! 

კერესელიძის დაპატიმრება შემთხვევითი არ ყოფილა. ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის დიდი შურისძიების ნაწილი, იმ ღარიბაშვილისა, რომელიც 2015 წელს პრემიერ-მინისტრის სავარძლიდან გადააგდეს, მაგრამ რეალურად კულისებიდან მართავდა „სამართლიანობის აღდგენის“ ოპერაციებს.

2016 წლის მეორე ნახევარში ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი სამიზნე გახდა ნოდარ ჯავახიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, იმ დროს ირაკლი კერესელიძის ახლო მეგობარი.

ნოდარ ჯავახიშვილს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ღარიბაშვილისთვის უცხო და უკვე მიუღებელი „ძველი ბიჭების“ გაწმენდა დაევალა. მან ეს მისია თითქმის ბოლომდე მიიყვანა, მაგრამ ერთი „გადარჩენილი“ მაინც დარჩა : მუნიციპალური განვითარების ფონდის მაშინდელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე.

ქიზიყელმა ბანკირმა ნოდარ ჯავახიშვილმა იფიქრა, რომ „ქართუ ბანკში“ ერთობლივი მუშაობის წარსული ბურჭულაძის ერთგულების გარანტი იქნებოდა. ,,წმინდა გულუბრყვილობა”-  ბურჭულაძე მხოლოდ ღარიბაშვილს ემსახურებოდა და მისთვის „ტროას ცხენის“ როლი გაცილებით მომგებიანი იყო, ვიდრე ნდობის ღირსი კაცის სახელი.

მეგობრობა, რომელიც 50, 000 დოლარად გაიყიდა ?! 

ნოდარ ჯავახიშვილსა და ირაკლი კერესელიძეს მეგობრობა 2004 წლიდან აკავშირებდათ, ასევე საქმიანი ურთიერთობაც. თანხა, რომელიც მეგობრობის ნიშნად, თურქი ,,ბიზნესმენისგან” კერესელიძემ იურიდიულ მომსახურებაში ჰონორარის სახით აიღო, ჯავახიშვილს ასესხა, რაც საბოლოოდ ღალატის იარაღად იქცა. ჯავახიშვილმა ეს ფული მინისტრობიდან გაშვების მერე ,,მორალურ ზიანად” მონათლა, მეგობარი კი ,,დაიკიდა”- ფული დაიტოვა და კერესელიძე გაწირა ! კერძოდ, სუს-ში ვახტანგ გომელაურთან ხელი მას შეაწმინდა. ამაზე მოგვიანებით….

ნამდვილი მეგობრობა ხომ იმით იზომება, როცა დანაკარგის შემდეგ უარესი არ გელოდება !

თურქული კვალი – გოგსელ გენჩის თაღლითური ქსელი !

ჩვენი, ჟურნალისტური, მრავალწლიანი გამოძიებით დადასტურდა, რომ ამ საქმეში მთავარ როლს თურქი ,,ბიზნესმენი” გოქსელ გენჩი თამაშობდა, ფინანსური მაქინაციების ოსტატი. სწორედ მისი გავლენით შეიკრა კორუფციული ალიანსი : ნოდარ ჯავახიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე და…

გენჩს სჭირდებოდა კორუფციული კარი – საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებზე გასასვლელი. ეს კარიბჭე ბურჭულაძემ გაუხსნა, პოლიტიკური „ქოლგა“ კი ქუცნაშვილმა უზრუნველყო. დანარჩენი კი კარგად ნაცნობი ქართული სცენარი იყო : ფული, ბენეფიტები, ფარული შეთანხმებები.

ჯუანშერ ბურჭულაძის ღალატის სკოლა ! 

ბურჭულაძემ ირაკლი კერესელიძე პირდაპირ გენერალურ პროკურორთან ცრუდ დაასმინა. მისი მიზანი ორმაგი იყო : ერთდროულად მოეშორებინა კერესელიძე, როგორც „გარე მოთამაშე“, და გამოეთხარა ძირი ჯავახიშვილისთვის.

მან ეს მისია ზუსტად შეასრულა : კერესელიძე ციხეში აღმოჩნდა, ჯავახიშვილი – მინისტრობიდან გადააყენეს, თავად კი დროებით გაძლიერდა და ღარიბაშვილის მეორედ პრემიერად მოსვლისას თავდაცვის მინისტრობასაც ეღირსა, მაგრამ „დროებით გაძლიერება“ პოლიტიკაში ყველაზე სახიფათო ილუზიაა.

როგორც ჩანს, ბურჭულაძეს ეს გაკვეთილი ვერ აუთვისებია. დღეს უკვე ის თვითონ ზის ბრალდებულის სკამზე – თავდაცვის მინისტრობის დროს ჩადენილი კორუფციული გარიგებებისა და ქონების გადამალვის გამო.

კარმა ? შესაძლოა, ან უბრალოდ, სამართლიანობა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ასე იშვიათია.

ირონიული დასასრული – როდესაც ღალატი უკან გიბრუნდება ! 

ჩვენმა საგამოძიებო სტატიებმა მაშინვე გაამჟღავნა ბურჭულაძის, ქუცნაშვილისა და გენჩის სამკუთხედი, მაგრამ მთავარ გაკვეთილს ისევ ცხოვრება გვიჩვენებს : ღალატი არასოდეს რჩება დაუსჯელი.

ირაკლი კერესელიძის საქმე ამხელს, რომ პოლიტიკაში „მეგობრობა“ მხოლოდ მანამ გრძელდება, სანამ მისი ფასის გადახდა არავის სჭირდება. როგორც კი ჰორიზონტზე მეტი ფული ან ძალაუფლება ჩნდება, მეგობრობა ქაღალდივით იფლითება.

ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს დაკავებულია, იმავე სისტემაში, სადაც 2017 წლის 06 თებერვალს ირაკლი კერესელიძე გაამწესა. ნოდარ ჯავახიშვილი ჩრდილშია გადამალული, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილი კი კვლავ ცდილობს პოლიტიკური რეანიმაციისკენ ცოცვას. გოქსელ გენჩი ისევ „საფრენ ბილიკზეა“, როგორც ყველა თაღლითი, რომლითაც ქართული პოლიტიკა სიამოვნებით ტკბება. ირაკლი ღარიბაშვილი კი გამზადებულია დასაჭერად ! 

მთავარი მსხვერპლი !

საბოლოო ჯამში, ამ ამბავის მთავარი მსხვერპლი ისევ ირაკლი კერესელიძე და მისი ოჯახი აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებიც არ იყენებდნენ „ღალატის სკოლას“, მაგრამ მის შედეგებს მაინც შეეწირნენ.

ეს საქმე არის მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში „ერთგულება“ და „ფიცი“ მხოლოდ მანამ ფასობს, სანამ უფრო დიდი გარიგება არ გამოჩნდება.

როგორც ჩანს, დღეს უკვე თავად ბურჭულაძემ გაიგო, ღარიბაშვილმაც, რომ პოლიტიკაში არ არსებობს მარადიული მოკავშირეები, მხოლოდ დროებითი პარტნიორები, რომლებიც ერთ დღეს შენს გვერდით დგანან, მეორე დღეს კი პირდაპირ ციხის საკანში გგზავნიან.

GEO NEWS-ის ჟურნალისტური გამოძიება გრძელდება – ამ საქმეში ასევე იყო ერთი მაღალი თანამდებობის პირი ( ვაზუსტებთ )….გარდა ამისა,  ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ რა ეტაპზეა გამოძიება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, რომელიც 2019 წლიდან მიმდინარეობს. 

ჩვენი მიზანია კვლავაც გამოვაშკარაოთ ყველა ის ბინძური სქემა, რომელიც საქართველოს მომავალს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად სწირავს.

( გაგრძელება იქნება ) 

ქეთი ხომერიკი, გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor