• October

    5

    2023
  • 127
  • 0
ირაკლი ღარიბაშვილი : ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

ირაკლი ღარიბაშვილი : ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში მესამე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყების წინ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, სამიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში.

„ჩვენი მთავარი გზავნი იქნება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მონაწილეობას მივიღებ მრგვალი მაგიდის ფორმატში. ჩვენთვის მთავარი არის, რომ აღიარება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანამ. ახლა საჭიროა, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი ევროპელი კოლეგების მხრიდან და ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. რა თქმა უნდა, განხილვის თემა იქნება გეოპოლიტიკური ვითარება, რეგიონში მიმდინარე ურთულესი ვითარება, უკრაინაში ომი და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გამოწვევები. ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი იქნება ჩვენი მონაწილეობა კონფერენციაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor