• October

    8

    2023
  • 122
  • 0
ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც „ბიოლში“ იყო წარმოდგენილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გამოფენა ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. წარმოდგენილ ფოტოებზე ასახულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი მოვლენები.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა.

საქართველოში ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor