• November

    9

    2023
  • 130
  • 0
ირაკლი ჩიქოვანი – სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები არაკონსტიტუციურია, საკუთარი მოქმედებებით ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობა და აქტუალობა დაკარგული აქვს

ირაკლი ჩიქოვანი – სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები არაკონსტიტუციურია, საკუთარი მოქმედებებით ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობა და აქტუალობა დაკარგული აქვს

საკონსტიტუციო სასამართლომ ნათლად დაადასტურა ის ფაქტი, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუ პრეზიდენტი საგარეო წარმომადგენლობას რაიმე ფორმით ახორციელებს, მას მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„პრეზიდენტი ამგვარ ქმედებებს აგრძელებს, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. კონსტიტუციის პატივისცემა აბსოლუტურად ყველას მოეთხოვება და, მით უმეტეს, პრეზიდენტს. სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ასეთი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქტუალობა დაკარგული აქვს და ცდილობს, საკუთარი აქტუალობა შეინარჩუნოს და ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებს. საზოგადოებას უკვე ვაჩვენეთ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები არაკონსტიტუციურია და ის საკუთარი მოქმედებებით ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობა და აქტუალობა დაკარგული აქვს და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური რენომეს შენარჩუნების მიზნით მოქმედებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor