• November

    11

    2025
  • 35
  • 0
ირაკლი ჩიქოვანი უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა

ირაკლი ჩიქოვანი უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ გაბორ ბორონდის შეხვდა.

მინისტრმა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ორმხრივი გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

მინისტრთან შეხვედრამდე, თავდაცვის უწყებაში უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.  უნგრელ გენერალს მისი კოლეგა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი  გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს. მან გენერალ გაბორ ბორონდის ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და SNGP  წარმატებით განხორციელებაში უნგრეთის წვლილი აღნიშნა. შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში, სამხედრო განათლების, სამხედრო სწავლებებისა და სამხედრო მედიცინის კუთხით არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და  სამომავლო პერსპექტივები დასახეს.

უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გაბორ ბორონდი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. უნგრელი სტუმრები  კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრშიც (JTEC) იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor