• October

    14

    2023
  • 104
  • 0
ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

სამწუხარო ფაქტია, როდესაც ოპოზიცია და ამაში აიყოლიეს საკუთარი ტელევიზიები, სპეკულირებენ, რომ საქართველო არ ასრულებს რომელიმე რეკომენდაციას. თვით ევროკავშირის შეფასებებშიც კი არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმე არ ასრულებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის შეფასებებში საუბარია საქართველოს პროგრესზე და იმ კონკრეტულ დეტალებზე, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, თუმცა არის კონკრეტული დეტალები, რომლებსაც სჭირდება შესაბამისი რეაგირება. იცით, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, ბატონი ბორელი იმყოფებოდა აქ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ოფიციალური შეხვედრის გარდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ეტაპი ჩვენს თანამშრომლობაში, სადაც დავაკოორდინირეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიგვეღო, რომლებიც უნდა დაგვეზუსტებინა და ეს პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებია ინიცირებული, მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა იქნა შემოთავაზებული დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ოქტომბრის ბოლოს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor