• March

    20

    2026
  • 41
  • 0
ირანელი გენერალ-მაიორი – დონალდ ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის სიურპრიზები გვაქვს მომზადებული

ირანელი გენერალ-მაიორი – დონალდ ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის სიურპრიზები გვაქვს მომზადებული

დონალდ ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის სიურპრიზები გვაქვს მომზადებული, – ამის შესახებ „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, ალი აბდოლაჰიმ განაცხადა.

ეს არის ირანის უმაღლესი ოპერატიული სარდლობის დანაყოფი, რომელიც კოორდინაციას უწევს არმიასა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ (IRGC) შორის ოპერაციებს.

„ჩვენ ადრე განვაცხადეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი რიტორიკული ხასიათის არაერთ გაფრთხილებას აკეთებს, თუმცა მან უნდა იცოდეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის, როგორც მისი მარიონეტული და დაქვემდებარებული ძალისთვის, სიურპრიზები გვაქვს. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მეხუთე თაობის მოწინავე გამანადგურებელზე, F-35-ზე დარტყმა. მათ მეტი სიურპრიზის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ირანის ოფიციალურმა პირმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor