• March

    9

    2026
  • 75
  • 0
ირანის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევის კენჭისყრაში მონაწილე ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პოსტს აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა დაიკავებს

ირანის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევის კენჭისყრაში მონაწილე ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პოსტს აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა დაიკავებს

ირანის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევის კენჭისყრაში მონაწილე ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პოსტს აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა დაიკავებს. მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება აიათოლა ჰოსეინალი ეშკევარიმ ექსპერტთა ასამბლეის წევრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რითაც ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ცნობა დაადასტურა.

„კენჭისყრა უკვე ჩატარებულია და გადაწყვეტილება მალე გამოცხადდება“, – თქვა ეშკევარიმ დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

ცნობისთვის, „თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები მიიჩნევენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილი იყოს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის არჩევაში აუცილებლად თავადაც უნდა იყოს ჩართული. „ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი დადასტურების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor