• September

    23

    2024
  • 48
  • 0
ირანის პრეზიდენტი – ისრაელი უფრო ფართო კონფლიქტის შექმნას ცდილობს

ირანის პრეზიდენტი – ისრაელი უფრო ფართო კონფლიქტის შექმნას ცდილობს

ირანმა მკაცრად დაგმო ისრაელის საჰაერო თავდასხმები ლიბანზე. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა განაცხადა, ისრაელი უფრო ფართო კონფლიქტის შექმნას ცდილობს.

ფეზეშკიანი აცხადებს, რომ დასავლეთი მოუწოდებდა ირანს, არ მოეხდინა საპასუხო თავდასხმა ისრაელზე, რათა არ შეეშალა ხელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებისთვის.

„ჩვენ შევეცადეთ, არ გვეპასუხა. ისინი მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ მშვიდობის მიღწევის ზღვარზე ვიყავით, მაგრამ ჩვენ ვერასდროს მივაღწიეთ ამ მიუწვდომელ მშვიდობას“, – განაცხადა ფეზეშკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 274-მდე გაიზარდა, მათ შორისაა 21 ბავშვი. დაშავებულია, სულ მცირე, 1024 ადამიანი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor