• August

    26

    2024
  • 81
  • 0
ირანის საგარეო მინისტრი – ისრაელის მიმართ ჩვენი პასუხი გაზომილი და კარგად გათვლილი იქნება

ირანის საგარეო მინისტრი – ისრაელის მიმართ ჩვენი პასუხი გაზომილი და კარგად გათვლილი იქნება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანტონიო ტაიანთან სატელეფონო საუბარში მან თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო მისი ქვეყნის მიერ დაგეგმილ შურისძიებაზე ისაუბრა.

„ირანის რეაქცია თეირანში ისრაელის ტერორისტულ თავდასხმაზე საბოლოოა და იქნება გაზომილი და კარგად გათვლილი“, – წერს არაღჩი სოციალურ პლატფორმაზე X-ზე.

მისი თქმით, ირანს სიტუაციის ესკალაციის არ ეშინია, თუმცა, ისრაელისგან განსხვავებით, ესკალაცია არ სურს.

სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა ანტონიო ტაიანმაც. მისი თქმით, ირანელ კოლეგას თავშეკავებისა და კონსტრუქციული მიდგომისკენ მოუწოდა, რათა რეგიონში სამხედრო მოქმედებების ციკლი შეჩერდეს, რომელიც მხოლოდ უფრო მეტი ტანჯვის რისკს ჰქმნის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor