• November

    14

    2024
  • 58
  • 0
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანს სურს, მოაგვაროს სადავო საკითხები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, თუმცა ამას ზეწოლის ქვეშ არ გააკეთებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანს სურს, მოაგვაროს სადავო საკითხები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, თუმცა ამას ზეწოლის ქვეშ არ გააკეთებს

ირანს სურს, მოაგვაროს სადავო საკითხები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, თუმცა არ გააკეთებს ამას ზეწოლის ქვეშ. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაქჩიმ სოციალურ ქსელ X-ში თეირანში გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელთან, რაფაელ გროსისთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

„ბურთი ევროკავშირისა და ევროპული სამეულის (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო) მოედანზეა. გვსურს, მოლაპარაკებები ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და განუყოფელი უფლებების საფუძველზე, თუმცა არ ვართ მზად, მოლაპარაკებები ზეწოლისა და დაშინების ქვეშ ვაწარმოოთ“, – დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აბას არაქჩის თქმით, მოლაპარაკებები რაფაელ გროსისთან იყო „მნიშვნელოვანი და პირდაპირი“. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მუჰამად ესლამიმ კი მოლაპარაკებები კონსტრუქციულად შეაფასა.

„როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების ერთგული წევრი, ჩვენ ვაგრძელებთ სრულ თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან. უთანხმოებების მოგვარება შესაძლებელია თანამშრომლობისა და დიალოგის გზით“, -აღნიშნა ირანელმა დიპლომატმა.

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ირანის ბირთვულ ობიექტებზე მონიტორინგის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას ითხოვს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor