
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – დიპლომატიამ იმუშავა წარსულში და შეიძლება, მომავალში კვლავ იმუშაოს, დიპლომატიასთან დასაბრუნებლად აგრესია უნდა შეწყდეს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ისრაელ-ირანის კონფლიქტში აშშ-ის ჩართულობა ძალიან საშიში იქნება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ აგრესიაში პირველივე დღიდანვე ჩართულია. როგორც აღარჩიმ განაცხადა, ირანი ვერ გამართავს მოლაპარაკებებს აშშ-თან, როდესაც მისი ხალხი იბომბება.
ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თეირანი აბსოლუტურად მზად არის ბირთვული პროგრამის საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტისთვის.
„დიპლომატიამ იმუშავა წარსულში და შეიძლება, მომავალში კვლავ იმუშაოს. დიპლომატიასთან დასაბრუნებლად აგრესია უნდა შეწყდეს“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.





