• October

    26

    2024
  • 67
  • 0
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას თავი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას თავი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს თავდაცვის უფლება აქვს. ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ თეირანს აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას თავი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელა.

ოფიციალურ განცხადებაში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ისრაელის თავდასხმას და მას საერთაშორისო სამართლის „აშკარა დარღვევად“ აფასებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაერო-ს ქარტიის მიხედვით, „ირანის ისლამური რესპუბლიკა მიიჩნევს, რომ მას აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას თავი უცხო ქვეყნების აგრესიული ქმედებებისგან“.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, ღამით ისრაელმა ირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმები მიიტანა. შედეგად, დაიღუპა ორი სამხედრო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor