• September

    30

    2024
  • 77
  • 0
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი – სიონისტური რეჟიმის მოქმედებები უპასუხოდ არ დარჩება

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი – სიონისტური რეჟიმის მოქმედებები უპასუხოდ არ დარჩება

სიონისტური რეჟიმის მოქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ირანი აგრესორების წინააღმდეგ მტკიცედ დგას და „მათ ხელ-ფეხს მოაჭრის“.

ნასერ ყანაანის განცხადებით, აშშ ვერაფერს მოიგებს ამ დანაშაულებიდან და ვერ აანაზღაურებს თავის მრავალწლიან წარუმატებლობას რეგიონში.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისლამურ ქვეყნებს აქვთ სიონისტური რეჟიმის დასჯის დიდი შესაძლებლობები და ეს არის ისლამური ქვეყნებიდან პალესტინელი ხალხის უფლების მოთხოვნა და მოლოდინი, გამოიყენონ თავიანთი ინსტრუმენტები და საშუალებები სიონისტურ რეჟიმზე ზეწოლის მიზნით. ლიბანის ამჟამინდელი გამოცდილება და ამ რეჟიმის წინა აგრესიების გამოცდილება აჩვენებს ზოგიერთ მეზობელ ქვეყანას, რომ სიონისტური რეჟიმის აგრესია არ შემოიფარგლება კონკრეტული გეოგრაფიული არეალით“, – განაცხადა ნასერ ყანაანიმ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor