• December

    11

    2024
  • 73
  • 0
ირანის სულიერი ლიდერი სირიის რეჟიმის დამხობაში აშშ-ს, ისრაელსა და, სავარაუდოდ, თურქეთს ადანაშაულებს

ირანის სულიერი ლიდერი სირიის რეჟიმის დამხობაში აშშ-ს, ისრაელსა და, სავარაუდოდ, თურქეთს ადანაშაულებს

ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის უკან აშშ და ისრაელი დგანან.

ამასთან, „გარდიანის“ ცნობით, აიათოლა ალი ხამენეიმ სირიის რეჟიმის დამხობაში დაადანაშაულა სირიის მეზობელი ქვეყანაც, რომელიც მას არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია თურქეთზე.

„ეჭვგარეშეა, რომ ის, რაც მოხდა სირიაში, არის ერთობლივი ამერიკულ-სიონისტური პროდუქტი. დიახ, სირიის მეზობელი ქვეყნის მთავრობა თამაშობს, ითამაშა და ასევე აგრძელებს თვალსაჩინო როლის თამაშს ამ საკითხში და ამას ყველა ხედავს, მაგრამ მთავარი კონსპირატორი, ორგანიზატორი და სამეთაურო ცენტრი არის ამერიკასა და სიონისტურ რეჟიმში. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვების ადგილს არ ტოვებს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor