• October

    15

    2023
  • 110
  • 0
ირანმა ისრაელი გაერო-ს მეშვეობით გააფრთხილა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ომში ჩაერევა

ირანმა ისრაელი გაერო-ს მეშვეობით გააფრთხილა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ომში ჩაერევა

ირანმა ისრაელი გაერო-ს არხით გააფრთხილა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ომში ჩაერევა, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი 14 ოქტომბერს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში გაერო-ს წარმომადგენელს, ტორ ვენესლანდს შეხვდა.

„აქსიოსის“ ცნობით, ვენესლანდმა მოუწოდა ამირაბდოლაჰიანს, დაეხმაროს ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონში ღაზასა და ისრაელის კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებაში.

როგორც მედია წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ირანს არ სურს, კონფლიქტი გადაიზარდოს რეგიონულ ომში და სურს, დაეხმაროს ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებაში.

გამოცემის ცნობით, ამავე დროს, ამირაბდოლაჰიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანს აქვს თავისი წითელი ხაზები და თუ ისრაელის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება და ისრაელი შეასრულებს დაპირებას ღაზაში სახმელეთო შეტევის შესახებ, ირანს მოუწევს პასუხის გაცემა. დიპლომატიური წყარო ამბობს, რომ ვენესლანდმა დაურეკა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ცაჩი ჰანეგბის, ასევე სხვა ოფიციალურ პირებს და ირანის შეტყობინება გადასცა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor