• March

    22

    2025
  • 126
  • 1
ირინოლა ტყეშაველის გამორჩეული და სულისშემძვრელი პოეზია

ირინოლა ტყეშაველის გამორჩეული და სულისშემძვრელი პოეზია

,,GEO NEWS” გთავაზობთ ჩვენი ერთგული მკითხველისა და ნიჭიერი ქალბატონის ირინოლა ტყეშაველის ( ირინა ხურციძის ) შემოქმედებიდან საოცარ ლექსს მისი საავტორო მინიატურული პოეზიის კრებულისთვის….

შევახსენებთ ჩვენს მკითხველს, რომ ქალბატონი ირინა საბერძნეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეა, პოეტი და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრია. 

მისი პოეზია გამორჩეულია და როგორც ერთხელ აღვნიშნეთ – ადამიანური ემოციების მრავალშრიანობას გადმოსცემს. 

 

ჩემებური ტანკა

საავტორო მინიატურული პოეზიის კრებულისთვის :

***
არც
ისეთი
დიდი უნდა იყო,
ყველას სამიზნე
გახდე,
არც
ისეთი
პატარა_
ვერავინ
შეგამჩნიოს…

____

***
უმადურობა
არ იკურნება,
მადლი თუ არ გაქვს
ერთი მისხალიც..
___
***
ქვაზე
დადებულ მადლის
რაი ვთქვა,
თუ უმადური
ფეხით გათელავს…
_____
***
ისეთი
დილა
მანახეთ ერთი,
მწირს თვალზე
ცრემლი რომ არ ედინოს…

_____
****
მაძღარს
სიზმარშიც
გაშლილი
სუფრა
ესიზმრება,
მშიერს _
ხმიადი….
____
****
თუ რიონმაც
ვერ გარეცხა,
ხანის წყალს
ნურაფერს
დააბრალებ..
___’
****
ბუზმა
რამდენიც
უნდა იბზიოს,
ფუტკრი
ყვავილთან
მაინც
მიფრინდება…
_____
****
დააბედებულ
ხელებზე
მწუხარებას
დაედო
ბინა.

****
უღიმილო
მთვარის ქიმზე
უღიმღამო სევდა
მივაკიდე…

____
***
ერთი
სული
შებერვა
დარჩა
ბაბუაწვერა
და ქარმა
ყველას
დაასწრო…

____
****
ჩიტი,
რომელიც
ძეძვის
ღობეში
ადვილად
მიძვრებოდა_
ღობემძვრალა
დაარქვეს…

მოამზადა-თამთა მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

1 COMMENT

  • ირინოლა ტყეშაველი
    March 22, 2025, 10:14 pm REPLY

    მადლობა ასეთი შეფასებისთვის 🥰🥰🥰

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor