• November

    24

    2024
  • 165
  • 8
ირინოლა ტყეშაველის ღრმად შთამაგონებელი პოეზია

ირინოლა ტყეშაველის ღრმად შთამაგონებელი პოეზია

,,GEO NEWS” გთავაზობთ ქალბატონი ირინოლა ტყეშაველის ( ირინა ხურციძის ) შემოქმედებიდან ჩვენთვის გამორჩეულ რამდენიმე ლექსს, რაც ვფიქრობთ ჩვენს მკითხველს, ვინც პოეზიიითაა დაინტერესებული ღრმა ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს. 

ქალბატონი ირინა საბერძნეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეა, პოეტი და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრია. 

მისი პოეზია გამორჩეულია ღრმა რეფლექციითა და სრულად გადმოსცემს ადამიანური ემოციების მრავალშრიანობას. 

 

დუმილს ნუ ჩამითვლით სიმუნჯედ…

ფრთებს როს ვშლი უცნაურ სივრცეში,
საკუთარ სამყაროს ვიუნჯებ,
ჩაკეცილ დღიურის ფურცელს ვშლი ,
დუმილს ნუ ჩამითვლით სიმუნჯედ…

თვალ მომჭრას იქნება, ვინ იცის,
გაშლილი ლაჟვარდის სილურჯემ,
მზე ახლა იმგვარად მიცინის,
ცრემლებით ვასველებ ცის ფუნჯებს…

ღრუბელი ბალიშებს დამიფენს,
იქ სადაც ქარაფი მიმუხთლებს,
ცხოვრება ლოდია სიზიფეს,
ნუ გიკვირთ, თუ წამით ვიმუხლებ….

დამითმეთ, სულ ამ ერთ სიცოცხლედ,
უბრალო ფერები აკრილის,
ოღონდაც მჯეროდეს, ვიცოდე,
რომ მოვა კვლავ ჩემი აპრილი…

ფრთებს როს ვშლი უცნაურ სივრცეში,
საკუთარ სამყაროს ვიუნჯებ,
ჩაკეცილ დღიურის ფურცელს ვშლი ,
დუმილს ნუ ჩამითვლით სიმუნჯედ…

 

შორს, ჰორიზონტზე გამექცა მზერა_
გავდა სამყარო უფერო ტილოს,
ახლა რომ მავანთ თვალები მზვერავს,
გავექცე ქირდვას_ ამაოდ ვცდილობ…

ვერ დაიტია ღრუბელი მსუყე_
გახია ზეცა წვერმა ხმლით ელვის,
დავეძებ ფიქრის საძირკველს, ურყევს,
კვლავინდებურად სულის წვა-ღელვით.

გავთელე გზები ამაო ბოდვით,
სადა ხარ ახლა!, _გპოულობ რად ვერ…
არ ვიქნებოდი ჩამდენი ცოდვის_
ვშობილიყავი ნეტავი ბრმადვე…

შორს, ჰორიზონტზე გამექცა მზერა_
გავდა სამყარო უფერო ტილოს,
ახლა რომ მავანთ თვალები მზვერავს,
გავექცე ქირდვას_ ამაოდ ვცდილობ…

 

ცხოვრებისაგან დაგეშილს,
მთვარემ ჩამხედა თვალებში.
ჩემგან თუ უნდა გამეშვი,
ასეთ ყიამეთ ღამეში,

ალბათ ეს ბედი გვეწერა,
როგორაც ხდება ზღაპრებში…
ფეხებზე ხუნდი ამეხსნა,
ცაში მტრედივით ამეშვი,

წადი და სულ დამეკარგე,
ფერმიმქრალ ღრუბლის არვეში…
მერე ეღირსა, გათენდა,
მზემაც შემხედა ალერსით,
თუმც მაინც შემომეწერა,
სტრიქონი დარდით ნალესი….

 

,,GEO NEWS” 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

8 COMMENTS

  • ირინა ხურციძე -ირინოლა ტყეშაველი
    November 24, 2024, 5:55 pm REPLY

    უღრმესი მადლობა.

  • ლალი სოხაძე
    November 24, 2024, 7:07 pm REPLY

    სასიამოვნოა ქალბატონ ირინას, რომ მიაქციეთ ყურადღება. ნიჭის დაფასება ნამდვილად ღირს და აუცილებელია.

  • ცაგო აბაშმაძე
    November 25, 2024, 1:34 am REPLY

    გილოცავ მეგობარო, წარმატებებს გისურვებ.მიხარია შენი სიხარული.

  • ბადრი ჩიხლაძე
    November 25, 2024, 11:12 am REPLY

    კარგად ვიცნობ ქალბატონ ირინოლას პოეზიას, მშვენიერი ლექსები აქვს, ძალიან მომწონს და წარმატებებს ვუსურვებ!

  • მანანა
    November 25, 2024, 1:40 pm REPLY

    წარმატებების ზღვა 🙂

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor