• January

    23

    2025
  • 90
  • 0
“ისმის კითხვა, რა რჯის მავანს? ვისი დავალებით, რა გარემოებებზე დაყრდნობით შეჰყავს შეცდომაში საზოგადოება და ცდილობს დანერგოს სიძულვილი ამ პიროვნებასთან მიმართებით?”

“ისმის კითხვა, რა რჯის მავანს? ვისი დავალებით, რა გარემოებებზე დაყრდნობით შეჰყავს შეცდომაში საზოგადოება და ცდილობს დანერგოს სიძულვილი ამ პიროვნებასთან მიმართებით?”

“ისმის კითხვა, რა რჯის მავანს? ვისი დავალებით, რა გარემოებებზე დაყრდნობით შეჰყავს შეცდომაში საზოგადოება და ცდილობს, დანერგოს სიძულვილი ამ პიროვნებასთან მიმართებით?”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელშიუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა შავაძე,  უვადო მოსამართლეზე, მიხეილ ჩინჩალაძეზე წერს.

შავაძის თქმით, “მიხეილ ჩინჩალაძე  პროფესიონალი იურისტი, ყურადღებიანი, სამართლიანი, ობიექტური და კომპეტენტური, კეთილსინდისიერი მოსამართლეა!”.

“მისი დანაშაულია მისი მაღალავტორიტეტულობა და კეთილსინდისიერება და ის რომ მიხეილ ჩინჩალაძეა…”

მოდაში შემოვიდა, რომ უნდა ლანძღონ და აგინონ! მაგრამ რომელიმე ერთს, რომ ვკითხოთ, თუ რა რჯით და რატომ განიკითხავენ უდანაშულო ადამიანს, ხატებზე შემიძლია დავიფიცო და შვილებზე, პასუხს ვერავინ გაგცემს! მე ვერ მოვისმინე ერთი დასაბუთებული განცხადებაც კი, თუ რატომ სძაგთ ასე ეს ადამიანი! მე ვერ წარმომიდგინა ვერავინ ერთი რომელიმე გადაწყვეტილება, რაც მიხეილ ჩინჩალაძეს, თავისი სამოსამართლო მოღვაწეობის მანძილზე მიუღია და ამ გადაწყვეტილებას შედავებოდნენ, ამ გადაწყვეტილების უკანონობაზე ემსჯელოთ! მაშინ ისმის კითხვა, რა რჯის მავანს? ვის და ვისი დავალებით, რა გარემოებებზე დაყრდნობით შეჰყავს შეცდომაში საზოგადოება და ცდილობს დანერგოს სიძულვილი ამ პიროვნებასთან მიმართებით?

არავისზე ნაკლები უფლებადამცველი მე არ გახლავართ, არავისზე ნაკლებად არ მიბრძოლია მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სამართლიანობისა და სიმართლისათვის, კანონიერების დამკვიდრებისათვის, მაგრამ მერწმუნეთ, ვერაფერი მოვისმინე საყურადღებო, რაც მე, უარყოფითად განმაწყობდა მიხეილ ჩინჩალაძესთან მიმართებით!
შესანიშნავი პიროვნება, ყველას დამხმარე და ერთგული თანამეინახე, პროფესიონალი იურისტი, ყურადღებიანი, სამართლიანი, ობიექტური და კომპეტენტური, კეთილსინდისიერი მოსამართლე! ასეთი გახლავთ მიხეილ ჩინჩალაძე და სხვა რამ, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოერგება მის პიროვნებას! ვგმობ სიძულვილის ენას და სისასტიკეს ნებისმიერი ადამიანის მიმართ და მით უფრო ჩემი კოლეგებისადმი-იურისტებისადმი!
ახლა მეც მომადგნენ და მატარებენ ქურაში და რისთვის იცით? იმიტომ, რომ ეს ადამიანი მიყვარს და ვაფასებ, სხვა გზა და სხვა ხსნა მათ აღარ აქვთ, თუმცა ერთი რამ ცხადზე ცხადია, მხოლოდ ძლიერ ადამიანებს ჰყავთ მტრები!

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება პატივს ვცემდი ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, გიორგი მიქაუტაძეს, ირაკლი შენგელიას, და სხვებს… მუდამ ვდგავარ ჩემი ღირსეული და საამაყო მეგობრების გვერდით, რაც იმას ნიშნავს რომ მე ვდგავარ სასამართლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე და თითოეული კეთილსინდისიერი მოსამართლის გვერდით!

არასდროს ვმეგობრობ ადამიანებთან რაიმეს მოლოდინით!”,- წერს პაატა შავაძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე.

მოამზადა-ირაკლი გიორგაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor