• October

    20

    2023
  • 115
  • 0
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰუთის“ პოტენციური თავდასხმების მოსაგერიებლად მზად არიან

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰუთის“ პოტენციური თავდასხმების მოსაგერიებლად მზად არიან

ისრაელი მზად არის, მოიგერიოს „ჰუთის“ პოტენციური თავდასხმები მას შემდეგ, რაც აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა ჩამოაგდო სამი რაკეტა, ასევე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი, – აღნიშნულის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ აშშ-სთან თანამშრომლობას მიესალმებიან.

მისივე შეფასებით, ეს აჩვენებს აშშ-ის თავდაცვის შესაძლებლობებს.

„ისრაელს აქვს მსოფლიოში საუკეთესო საჰაერო თავდაცვა და მზად არის მსგავსი საფრთხეებისთვის“, – განაცხადა ჰაგარმა.

რაც შეეხება ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმებს, ჰაგარმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები „მოქმედებენ ისეთი ტემპით, როგორიც არ ყოფილა ათწლეულების განმავლობაში“.

ცნობისთვის, პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა ჩამოაგდო სამი რაკეტა, ასევე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუთის“ ძალების მიერ იქნა გაშვებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor