• May

    21

    2025
  • 22
  • 0
ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსი – „ჰამასი“ დაუმორჩილებლობისთვის ფასს გადაიხდის, ჩვენ დავიკავებთ დამატებით ტერიტორიებს, გავანადგურებთ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას

ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსი – „ჰამასი“ დაუმორჩილებლობისთვის ფასს გადაიხდის, ჩვენ დავიკავებთ დამატებით ტერიტორიებს, გავანადგურებთ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას

ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსის, ეიალ ზამირის განცხადებით, ისრაელის გეგმაა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების გაფართოება და დამატებითი ტერიტორიების დაკავება.

„ჩვენ ვმოქმედებთ სტრუქტურირებული გეგმის მიხედვით და გადავდივართ შემდეგ ფაზაზე. „ჰამასი“ დაუმორჩილებლობისთვის ფასს გადაიხდის. ჩვენ გავაფართოებთ ჩვენს მანევრებს, დავიკავებთ დამატებით ტერიტორიებს, გავწმენდთ და გავანადგურებთ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას მათ საბოლოო დამარცხებამდე“, – აღნიშნა ეიალ ზამირმა.

მისივე თქმით, ისრაელის უმთავრესი მიზანია მძევლების დაბრუნება.

„„ჰამასმა“ უნდა გაიგოს – ერთადერთი გზა ისაა, რომ მძევლები გაათავისუფლოს. შეთანხმება თუ იქნება მიღწეული, ისრაელის თავდაცვითი ძალები შესაბამისად შეცვლიან ოპერაციებს“, – განაცხადა ეიალ ზამირმა.

ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო დარტყმები განახორციელა. როგორც მედია წერს, 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მანამდე , ისრაელის არმიამ ხან-იუნისის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და „უპრეცედენტო თავდასხმა“ დააანონსა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor