• March

    25

    2024
  • 97
  • 0
ისრაელის მედია – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, შესაძლოა, შეთანხმება შედგეს

ისრაელის მედია – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, შესაძლოა, შეთანხმება შედგეს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, შესაძლოა, შეთანხმება შედგეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისრაელელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ დოჰაში ჩატარებულ მოლაპარაკებებში და რამდენიმეთვიანი დისკუსიების შემდეგ, შესაძლოა, შეთანხმება შედგეს.

„ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმების შანსები 50/50-ზეა“, – განუცხადა timesofisrael-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.

როგორც გამოცემა იუწყება, „ისრაელმა შეარბილა თავისი პოზიცია მოლაპარაკებების დროს და დათანხმდა აშშ-ის  წინადადებას, რის სანაცვლოდაც, შესაძლოა, 800 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლოს 40 ისრაელელი მძევალის სანაცვლოდ“.

მედია წერს, რომ, როგორც ცნობილია, „ჰამასს“ ეს შეთავაზება უკვე გაუგზავნეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor