• October

    29

    2024
  • 75
  • 0
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს არ მიუღია შეთავაზება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს არ მიუღია შეთავაზება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ

ისრაელის პრემიერ-მინისტრს არ მიუღია შეთავაზება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, – ინფორმაციას ბენიამინ ნეთანიაჰუს პრესსპიკერი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დახურულ კარს მიღმა ლიკუდის პარტიის წევრებთან შეხვედრისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლების შესახებ წინადადება მისთვის არ შეუთავაზებიათ.

„მსგავსი წინადადების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი დაუყოვნებლივ მიიღებდა მას“, – თქვა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, მანამდე „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 ოქტომბერს, ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ მხარეებს ორდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესთავაზა, რის სანაცვლოდაც ოთხი ისრაელელი მძევალი და ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრები უნდა გათავისუფლებულიყვნენ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია პალესტინელი პატიმრების რაოდენობა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor