• January

    22

    2024
  • 91
  • 0
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი მძევლების დაბრუნებაა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი მძევლების დაბრუნებაა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის მთავარი პრიორიტეტი მძევლების დაბრუნებაა, – ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბრიუსელში ორი საკითხის განსახილველად იმყოფება. ეს საკითხებია მძევლების დაბრუნება და მხარდაჭერა ისრაელისადმი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ანადგურებს. მედიასთან საუბრისას მინისტრს ხელში ეჭირა „ჰამასის“ მძევლების ფოტოები, მათ შორის, ერთი წლის ბავშვის.

„ეს სასწრაფოა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის სწრაფად გაკეთება და მათი დაბრუნება“, – თქვა ისრაელ კაცმა.

ამასთან, ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არ უპასუხა ორი სახელმწიფო პრინციპის საფუძველზე კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობის შესახებ მედიის შეკითხვას.

დღეს ევროკავშირის მინისტერიალზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილება. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ არაბული და მუსლიმური ქვეყნების წარმომადგენლები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor