• October

    3

    2024
  • 66
  • 0
ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის საპორტო ქალაქ ჯაბლაში იარაღის საწყობი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის საპორტო ქალაქ ჯაბლაში იარაღის საწყობი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის საპორტო ქალაქ ჯაბლაში იარაღის საწყობი დაბომბა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის საჰაერო თავდაცვა ლატაკიის რაიონში „სამიზნეების“ წინააღმდეგ უშაობდა. ქალაქი ჯაბლა ლატაკიის რეგიონში, ხმეიმის ავიაბაზასთან მდებარეობს, რომელსაც ამ დროისთვის რუსეთი მართავს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მეხანძრეები ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას სანაპირო ქალაქ ჯაბლაში, ლატაკიის სამხრეთით. დაბომბვის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა დაბომბა ბაზა ირანული თვითმფრინავის ჩასვლიდან ერთი საათის შემდეგ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აღკვეთილი იქნება „ჰეზბოლასთვის“ ლიბანში იარაღის გადაზიდვის ყველა მცდელობა, რომლის მიწოდება ხშირად სირიის გავლით ხდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor