
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო, პოლიტიკა
ისრაელის სანაპიროებთან აშშ-მა გააგზავნა სამხედრო გემები, ხოლო „ჰამასის“ ყოფილი ლიდერი არაბულ სახელმწიფოებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
მედიის ცნობით, ისრაელმა ღაზასთან ბარიერი აღადგინა – თავდაცვის ძალებმა საზღვართან ახლოს ჯავშანტექნიკა, საარტილერიო კორპუსი და 300 000 რეზერვისტი გაგზავნა.
ისრაელის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 1 200 გადააჭარბა. მოკლულებს შორის არიან მცირეწლოვნებიც. ღაზის სექტორი კი 950 გარდაცვლილის შესახებ იუწყება. ისრაელის სანაპიროებთან აშშ-მა გააგზავნა სამხედრო გემები, ხოლო „ჰამასის“ ყოფილი ლიდერი არაბულ სახელმწიფოებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.





