
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ ბანდარ-ანზალზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ ბანდარ-ანზალზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს.
ადგილზე რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა.
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, დარტყმები მიმართული იყო ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების გემების წინააღმდეგ.
დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.





